პერსპექტივები

ფინანსური სფეროს კომპანიების წარმატებული განვითარების შემადგენელი ელემენტები

შესაძლებლობები

არასტაბილური პერიოდის შემდეგ ფინანსური სექტორის კომპანიები ფოკუსირდებიან ზრდაზე.

წარმატებული განვითარების მიზნით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ოთხი ელემენტის სწორი ბალანსირება: მომზადება, მართვა, კონტროლი და პერსონალის შერჩევა.

აღნიშნული კვლევა ეფუძნება ფინანსური სექტორის 200 კომპანიის ხელმძღვანელის მოსაზრებებს. კვლევის მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ რთული პერიოდის შემდეგ კომპანიები კვლავ განაგრძობენ სწრაფვას განვითარებისკენ. წარმატებული განვითარების მიზნით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ოთხი ელემენტის სწორი ბალანსირება: მომზადება, მართვა, კონტროლი და პერსონალის შერჩევა.

ბოლო წლების განმავლობაში ბანკებს, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განმახორციელებელ ფირმებს, სადაზღვევო  კომპანიებსა და ინვესტიციების მართვის კომპანიებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ თავისი ბიზნესის ეკონომიკური კრიზისისგან დასაცავად.

ბევრმა კომპანიამ ამჯობინა განვითარებისა და გაფართოების გეგმის შეჩერება და ბაზარზე არსებული წილის შენარჩუნება უფრო სარფიანი საბაზრო პირობების მოლოდინში. ფინანსური სექტორის ბევრი კომპანიისთვის ასეთი დრო მოვიდა.

დელოიტის ფინანსური კომპანიების მომსახურების გუნდის მიერ მომზადებულ ამ ყოველწლიურ ანგარიშში განიხილება წარმატებული განვითარების 4 ძირითადი ელემენტი:

  • მომზადება განვითარებისთვის
  • განვითარების პროცესის მართვა
  • განვითარების პროცესის კონტროლი
  • პერსონალის შერჩევა

2013 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა სატელეფონო ინტერვიუები 200 ხელმძღვანელ პირთან  მსოფლიო მასშტაბით, რომლის დროსაც განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

  • რა ზომებს იღებენ  ფინანსური სექტორის კომპანიები  ევროპაში, აფრიკაში, აზიაში,  ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, რათა გაზარდონ პროდუქციის გაყიდვების მოცულობა და გააფართოონ საკუთარი წილი ბაზარზე?
  • რამდენად დიდია კონკურენცია?
  • რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ანალიზისა და პერსონალის შერჩევის კუთხით?

ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით პროდუქტებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ სტრატეგიებთან მიმართებაში,  ჩვენ ვთვლით, რომ ფინანსური სექტორის ბევრი საერთაშორისო კომპანია მიაღწევს წარმატებას დიდი რაოდენობით კლიენტების მოზიდვისა და მომავალში ბიზნესის გაფართოების კუთხით.

იხილეთ გრაფიკული გამოსახულება ან სრული ანგარიში.

ფინანსური სფეროს კომპანიების წარმატებული განვითარების შემადგენელი ელემენტები
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?