This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

გლობალური დამსაქმებელის მომსახურებები

რაც უფრო იზრდება კომპანია და ხდება გლობალური მასშტაბის, დასაქმების საკითხები მეტად რთულდება. ყველაზე სერიოზული გამოწვევებიდან რასაც დღეს ბიზნესი აწყდება არის მრავალმხრივ საგადასახადო კოდექსთან და შრომის შინაგანაწესთან შესაბამისობა.  დელოიტი გთავაზობთ სრულყოფილ გეგმებსა და პროგრამის განვითარების სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ გლობალური დასაქმების პროგრამები გარდაქმნათ გადასახადების და ხარჯების ეფექტიანი გზით. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

კერძო კლიენტის მომსახურებებს

კერძო კლიენტის მომსახურებები გთავაზობთ საგადასახადო და იურიდიულ რჩევით მომსახურებებს ბიზნესმენებისთვის, აქციონერებისთვისა და ინვესტორებისთვის. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც სპეციალიზირებული არიან საერთაშორისო სტრუქტურირებაში, პირადი გადასახადების დაგეგმვაში, რეპორტინგის, ასევე იურიდიულ სფეროში. გაიგე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.

 

დაბრუნება სათავეში

საერთაშორისო მივლინების მომსახურებებს

კორპორაციის მნიშვნელოვან იურიდიულ და რეპუტაციის რისკს გლობალური დამსაქმებელი უნდა ებრძოდეს შემდეგის უზრუნველყოფით - თავად და თავისი თანამშრომლები კარგად არიან გათვითცნობიერებულები და მისდევენ ადგილობრივ სადეკლარაციო მოთხოვნებს. წარმატებული საერთაშორისო მივლინების პროგრამა მოითხოვს კომპანიებისგან დაამყარონ ბალანსი კონკურენტულ კომპენსაციასა და ხარჯების კონტროლს შორის, ასევე ყოველთვის იზრუნონ, რომ ჰქონდეთ მარეგულირებელი წესებისთვის შესაბამისი ეფექტური პოლიტიკები და პროცედურები. დელოიტი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას, ჩვენი ფართო ცოდნით საგადასახადო კანონმდებლობებზე სხვადასხვა იურისდიქციებში, ჩვენი სპეციალიზებული უნარებით გადასახადების კალკულაციაში, დეკლარირებაში  და კონსულტაციებში და ასევე პროგრამული უზრუნველყოფით. ჩვენი პროფესიონალები ეხმარებიან კომპანიებს მოახდინონ კოორდინაცია სხვადასხვა ელემენტების, რომლებიც დაკავშირებულია თანამშრომლების გლობალურ მობილურობასთან, რომ მსოფლიო მასშტაბით შესაბამისაობაში მოვიდნენ დაქირავებულთა ინდივიდუალურ და სახელფასო რეპორტინგთან და დეკლარირების მოთხოვნებთან.

დაბრუნება სათავეში

კომპენსაციებს და შეღავათებს

ორგანიზაციები ცდილობენ შეიმუშაონ და მართონ კომპენსაციების და შეღავათების პროგრამები ხარჯების ეფექტური, გადასახადების ეფექტიანი და შესაბამისი წესების დაცვის გზით - როგორც დამქირავებლისთვის ისე დაქირავებულებისთვის. დელოიტის პროფესიონალები ეხმარებიან მწყობრში მოიყვანონ კომპენსაციის და შეღავათების პროგრამები კომპანიის საერთო ნიჭსა და კორპორაციულ სტრატეგიებთან, და ბაზრის მოთხოვნებთან. ჩვენ ვეხმარებით სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე კომპლექსური რიგი საგადასახადო საკითხების მოგვარებაში, მათ შორის შერწყმები, შესყიდვები, ყადაღები, ოპტიმიზაცია და ზოგადი რესტრუქტურიზაცია. გადასახადების დათვლისა და დეკლარირების გარდა, ჩვენი სპეციალისტების ინტეგრირებულ გუნდს შეუძლია შესაძლებლობების კვლევაში დახმარება, რომ მოხდეს გლობალური დასაქმების პროგრამების გარდაქმნა, როგორიცაა: გარკვევა თუ რამხელა მოცულობის მთლიანი ანაზღაურება სურთ და ესაჭიროებათ მნიშვნელოვან თანამშრომლებს, თანამშრომლების სტიმულების დადგენა რათა წარმატებულად მოხდეს კომპანიის ბიზნესის და ნიჭის გეგმების განხორციელება, და იდეების კვლევა რომელიც იძლევა ხარჯების ეფექტიან ამონაგებს ინვესტიციიდან.

დაბრუნება სათავეში

საერთაშორისო ადამიანურ რესურსებს

დელოიტის საერთაშორისო ადამიანური რესურსების პროფესიონალებს შეუძლიათ დაგეხმარონ, იყოს ეს კომპანიის თანამშრომლებისთვის პირველ საერთაშორისო პროგრამის შექმნა, არსებული პროგრამის ოპერაციულ ეფექტურობის გადამოწმება, არსებული პროვაიდერის სხვა თვალით შეხედვა თუ პროგრამის ადმინისტრირების გადასვლა იმ გზით რომ მხვედელობაში იქნეს მიღებული მარეგულირებელი მოთხოვნები. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან მათი გლობალური მობილურობის პროგრამის შიდა ფინანსური და კომპენსაციის ელემენტების ადმინისტრირებაზე. ჩვენი მიდგომა მწყობრში აყენებს საერთაშორისო დანიშვნის პროგრამის მიზნებს მთლიან ადამიანურ რესურსებისა და კორპორატულ სტრატეგიებთან. ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზირებულ გამოცდილებას პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ბენჩმარქინგში და ადმინისტრაციაში, მიწოდების უნარებთან ერთად, რომ შევიტანოთ მნიშვნელოვანი ღირებულება დამსაქმებლისთვის რაც მეტ დროს უტოვებს ამ უკანასკნელს რომ აამაღლოს დაქირავებულის საერთაშორისო მივლინების გამოცდილება.

დაბრუნება სათავეში

რისკს, ტალანტს, გასამრჯელოს,

ყველა ორგანიზაციის წარმატება პირდაპირ კავშირშია მათ ხალხთან. დღევანდელი გლობალური გარემო იწვევს კომპანიებს რომ იაზროვნონ სტრატეგიულად რათა გამოიყენონ მათი გეოგრაფიულად და კულტურულად განსხვავებული თანამშრომლების ენერგია და ჭკუა-გონება. დელოიტის პროფესიონალები ეხმარებიან მულტინაციონალურ ორგანიზაციებს რომ შეაფასონ, გააუმჯობესონ და საბოლოო ჯამში გარდაქმნან მათი გლობალური მობილურობის, ანაზღაურების, ნიჭის და შესრულების მენეჯმენტის პროგრამები. ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებისა და ჭვრეტის ნაირგვარობას, რომ მივაწოდოთ კლიენტებს წამყვანი, განვითარების ბოლო დონის დაგეგმარება რომელიც შეიცავს პრაქტიკულ შეხედულებას განხორცილებასა და მიმდინარე პროცესებზე. დამატებით, ჩვენ ვაწვდით მომსახურებას რომელიც ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებში კვალიფიციური თანამშრომლების მივლინებასთან დაკავშირებულ ფინანსური და მარეგულირებელი კანონების რისკის მენეჯმენტის შემუშავებასა და განხორციელებაში. კარგად შემუშავებული, კარგად მართული პროგრამები საშუალებას აძლევს კომპანიებს დათვალონ ინვესტიციიდან ამონაგები და მიიღონ უფრო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ როგორ მოხდეს საუკეთესოდ ნიჭის მენეჯმენტის მიზნების მიღწევა.

დაბრუნება სათავეში

ტექნოლოგიებს.

ტექნოლოგია იძლევა ეფექტიანობას, კონტროლსა და ბიზნეს ცოდნას რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს აამაღლონ მომსახურების დონე მათი დანიშნულებისთვის, მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის. დელოიტი არის აღიარებული ლიდერი ინოვაციური, სხვა ქვეყანაში მომუშავეთა მომსახურების ტექნოლოგიის დიზაინში, შემუშავებასა და განხორცილებაში, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დახვეწოს პროგრამის ადმინისტრირება და გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლის მონაცემები. ჩვენ დავხმარებივართ ბევრ გლობალურ ორგანიზაციას მათი საერთაშორისო მივლინების პროგრამებში ტექნოლოგიის ინტეგრაციაში. ჩვენ ქსელზე დამყარებულ პროგრამებს შეუძლიათ აამაღლონ კლიენტების მომსახურება, დააჩქარონ ტრანზაქციები და მოახდინონ ხარისხისა და პასუხისმგებლობის მონიტორინგი. ჩვენი მომავალი თაობის GლობალAდვანტაგე Pორტალ-ით, მომხმარებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენ პრიგრამებზე წვდომა და საკუთარ თავზე მოირგონ გამოცდილება ინტერაქტიული, დინამიური ფუნქციონალურობით.

დაბრუნება სათავეში

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.