This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგადასახადო მომსახურებები

დელოიტის პროფესიონალები რჩევებს აძლევენ კომპანიებს ფართო სპექტრს ქვეყნის შიდა და უცხოურ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, დაწყებითი ინვესტიციების სტრუქტურირებაზე, საერთაშორისო ოპერაციების ფინანსირებაზე, საზღვარგარეთულ ტრანზაქციებზე, გლობალური რეალური გადასახადის მენეჯმენტზე და ბიზნესის რესტრუქტურიზაციაზე.

საერთაშორისო საგადასახადო მომსახურებები
მულტინაციონალური კომპანიისთვის უდიდესი გამოწვევებიდან ერთ-ერთს და ასევე უდიდეს პოტენციურ შესაძლებლობას წარმოადგენს ადგილობრივი და უცხოური გადასახადების ეფექტური მენეჯმენტი, იმ გზით რომ ის იყოს მწყობრში მის მთლიან ბიზნეს ამოცანებსა და ოპერაციებთან. ბობოქარი გლობალური ეკონომიკა მოითხოვს უფრო მჭიდრო ურთიერთობას კომპანიის საგადასახადო და ბიზნეს ოპერაციებს შორის, რათა მოხდეს ყველა შესაძლებლობის მაქსიმიზაცია ნაღდი ფულადი გადასახადების დაზოგვის მიზნით და გადასახადების ეფექტიანობისთვის. დელოიტის ინოვაციური მიდგომა ეხმარება მულტინაციონალურ კომპანიებს შეამცირონ გადასახადები შემოსავალზე, აწიონ ზღვრები და გაზარდონ მათი ბიზნესი.

 

შერწყმები და შესყიდვები
ყველა ტრანზაქცია – არის ეს შერწყმა, შესყიდვა, საერთო წამოწყება, ინვესტიციები კაპიტალში თუ შეწყვეტა – მოიცავს კომპლექსურ საკითხებს რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას გამოცდილი პროფესიონალების მხრიდან. როდესაც ეს გარიგებები შედგება კომპანიებისგან რომლებსაც გლობალური ოპერაციები აქვთ, დამატებითი თავსატეხების გარღვევა კიდევ უფრო დამთრგუნველია. დელოიტს შეუძლია დაგეხმაროთ და მოგცეთ რჩევა თუ როგორ გაუწიოთ კოორდინირება მრავალ საგადასახადო, ბუღალტრულ, იურიდიულ, მარეგულირებელ, კულტურულ და შრომით საკითხს საზღვარგარეთულ ტრანზაქციებში და დაგეხმაროთ დაქვემდებარების რისკების მენეჯმენტში და პოტენციურად ამონაგების გაზრდაში.