This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების დიაგნოსტიკა

აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების დიაგნოსტიკა არის პირველი ნაბიჯი საჯაროდ გარდაქმნისათვის გადაწყვეტილების მიღებაში. აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების დიაგნოსტიკა მოიცავს ბიზნესის სრულ მიმოხილვას ყურადღების გამახვილებით ბირჟის წესების და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისობაზე. დელოიტმა უკვე წარმატებით განახორციელა მთელი რიგი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისათვის მზადყოფნის შეფასებებისა.

აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების დიაგნოსტიკა:

  • საჭიროა ჩატარდეს მაშინ, როდესაც დირექტორები დარწმუნებულნი არიან, რომ კომპანია წარმატებით გახდება საჯარო მომავალი სამი წლის განმავლობაში
  • საშუალებას აძლევს დირექტორებს საწყის ეტაპზე აღმოაჩინონ აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებითვის მზადებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაბამისად შეასწორონ კომპანიის საოპერაციო სტრატეგია.
  • იძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას თუ როგორ მიანიჭოს კომპანიას ყველა შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო უპირატესობა, ბიზნესის ღირებულების ზრდით და აქციების პირველად საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული ეკონომიკურად ეფექტური პროცედურების დროული შესრულების კონტროლით.
  • გვიჩვენებს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესისგან მიღებულ რეალურ სარგებელს, რადგანაც მიმოხილვის დროს ხშირად აღმოჩნდება საკითხები, რომელთა მოგვარების შედეგად მცირდება ხარჯი და იზრდება კომპანიის ღირებულება.
  • არის ეფექტური და სწრაფი გზა აქციების პირველად საჯარო შეთავაზებამდე არსებული რისკების გაანალიზებისთვის, პრიორიტეტების განსაზღვრისთვისა და მოქმედებათა გეგმის ჩამოყალიბებისთვის კომპანიის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის მზადყოფნის საგარანტიოდ.

 

ჩვენ ვაწვდით კომპანიას ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშგებას, რაც მოიცავს კომპანიის სტრუქტურისა და მისი ოპერაციების სრული მომიხილვის შედეგებს, საქმიან პროცედურებს, კომპანიის საინვესტიციო შესაძლებლობის შეფასებას და სახსრების მოზიდვის ალტერნატიულ შესაძლებლობებს.