This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

ჩვენ შესახებ

დელოიტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ)

დელოიტი არის ბრენდი, რომლის ათი ათასობით ერთგული პროფესიონალით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ფირმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უწევენ აუდიტის, კონსულტაციის, ფინანსური რჩევის, რისკების მართვისა და საგადასახადო მომსახურებას რჩეულ კლიენტებს. ეს ფირმები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დელოიტ ტუშ ტომაცუს (DთთL) წვრები, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს კერძო კომპანიას გარანტიით. თითოეული წევრი ფირმა ახორციელებს მომსახურებას გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში და ექვემდებარება ამ გეოგრაფიული ზონის კანონმდებლობასა და პროფესიულ რეგულაციებს.

DთთL თავის მხრივ არ უწევს მომსახურებას კლიენტებს. DთთL და DთთL-ის  თითოეული წევრი ფირმა არის  განცალკევებული იურიდიული პირი. ისინი ერთმანეთს არ ავალდებულებენ. DთთL და DთთL  თითოეული წევრი ფირმა პასუხს აგებს არა ერთმანეთის, არამედ მხოლოდ საკუთარ ქმედებებსა თუ შეცდომებზე. DთთL ის თითოეული წევრი ფირმის სტრუქტურა განსხვავებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს კანონის, წესების, ჩვეული პრაქტიკისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად. მათ შეუძლიათ პროფესიანალური უზრუნველყოფის უსაფრთხოება თავიანთ ტერიტორიაზე შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და/ან სხვა საწარმოების მეშვეობით.

 

დელოიტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ)

დელოიტი არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალური მომსახურების ფირმა, რომელიც რეგიონის 10 ქვეყნის 15 ოფისში 3,000 ადამიანის მეშვეობით სწევს აუდიტორულ, საკონსულტაციო, ფინანსურ საკონსულტაციო, რისკების მენეჯმენტის, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებას. დელოიტი ცნობილია, როგორც რჩეული დამსაქმებელი ადამიანური რესურსების ნოვატორული პროგრამების დამსახურებით  და იღწვის, რათა დაეხმაროს კლიენტებს და ხალხს, იყვნენ გამორჩეულნი.

ჩვენი მიზანი და სტრატეგია არის ავაშენოთ მოწინავე ეროვნული პროფესიული მომსახურების ფირმა დსთ-ში, მივაწოდოთ მომსახურების სრული პაკეტი ჩვენს საერთაშორისო კლიენტებს და განვავითაროთ დინამიური მომსახურების პრაქტიკა ადგილობრივი კლიენტების მომსახურებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კომპანია დსთ-ში, სადაც ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომლები მუშაობენ ერთ გუნდად. რათა უზრუნველყონ კვალიფიკაციის სწორი დაბალანსება და მიაწოდონ უმაღლესი მომსახურება კლიენტს.

დსთ სწრაფად ვითარდება, რაც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ ტრადიციული მიდგომით. ჩვენ გამუდმებით ვანახლებთ ჩვენს მომსახურებას, რათა მოვარგოთ ის ამ უნიკალურ ბაზარს და მივუსადაგოთ იგი ჩვენი კლიენტების მოთხოვნებს. შესაბამისად, დელოიტს ხშირად იწვევენ, რათა მოუძებნოს ახლებური გადაწყვეტა მიმდინარე პრობლემებს. ჩვენი წარმატება შეიძლება განისაზღვროს ბაზრის გამოხმაურებიდან, რაც გვხდის ყველაზე სწრაფად მზარდ პროფესიონალური მომსახურების ფირმას დსთ-ში.