Digital Democracy Survey

სტატია

ციფრული დემოკრატია

მომხმარებელთა არჩევანის ანალიზი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში

დელოიტის კვლევაში „ციფრული დემოკრატია“ (ადრე ცნობილი როგორც „თანამედროვე მედია დემოკრატიის სტრუქტურა“) მოცემულია აშშ-ს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (14 წელი და ზემოთ) 2000-ზე მეტი მომხმარებლის მოსაზრებების შედარება და ანალიზი. კვლევის შედეგებმა გამოავლინა მაღალი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის სფეროს მოხმარების ძირითადი ტენდენციები, რეკლამასთან, სოციალურ ქსელებსა და მობილური კავშირის სისტემებთან მიმართებაში მომხმარებლების დამოკიდებულებისა და ქცევის შეფასება და ასევე, დამოკიდებულება განსხვავებული პლატფორმების, მოწყობილობებისა და ინტერნეტის გამოყენებაზე.

ციფრული აპარატურის აქტიური მომხმარებლების რიცხვი (მომხმარებლები, რომლებიც ერთდროულად სარგებლობენ პლანშეტით, სმარტფონით და პერსონალური კომპიუტერით) მატულობს ახალი პლატფორმებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ფართო გავრცელების საფუძველზე. „ციფრული დემოკრატიის“ კვლევის მერვე გამოცემის შედეგების თანახმად, ასეთი აქტიური მომხმარებლები წარმოადგენენ აშშ-ს მომხმარებელთა 1/3-ს  (37%). დღეისათვის ეს მაჩვენებელი 42%-მდე გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. ეს გამოწვეულია პირველ რიგში პლანშეტების (33%-ით) და სმარტფონების (18%-ით) წილის ზრდით ბაზარზე. ამასთან აქტიური მომხმარებელების 45% ქალბატონია, მაშინ როცა 2 წლის წინ მათი წილი 35%-ს შეადგენდა.

დელოიტის კვლევაში „ციფრული დემოკრატია“ (ადრე ცნობილი როგორც „თანამედროვე მედია დემოკრატიის სტრუქტურა“) მოცემულია აშშ-ს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (14 წელი და ზემოთ) მომხმარებლების მოსაზრებების შედარება და ანალიზი. კვლევის შედეგებმა გამოავლინა მაღალი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის სფეროს მოხმარების ძირითადი ტენდენციები, რეკლამასთან, სოციალურ ქსელებსა და მობილური კავშირის სისტემებთან მიმართებაში მომხმარებლების დამოკიდებულებისა და ქცევის შეფასება და ასევე, დამოკიდებულება განსხვავებული პლატფორმების, მოწყობილობებისა და ინტერნეტის გამოყენებაზე.

აქტიური მომხმარებლების რიცხვის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები, ასაკის მიუხედავად, მოითხოვენ ახალ მახასიათებლებს მობილურ აპარატურაზე, ძირითადად მედიისა და თამაშების კუთხით“ - განაცხადა ჟერალდ ბელსონმა, დელოიტის თავჯდომარის მოადგილემ და აშშ-ს მედიისა და გართობის სექტორის ლიდერმა. „დღესდღეობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ვიდეომასალა არსებული აპარატურის წყალობით. მაგალითად სატელევიზიო პროგრამების საყურებლად უკვე აღარ არის აუცილებელი ტელევიზორის გამოყენება. აღნიშნული ტენდენცია ნათლადაა გამოხატული ახალგაზრდებს შორის (12-დან 24 წლამდე), რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების ყურებას არატრადიციული მოწყობილობებით და არა ტელევიზორით.

დელოიტის მიერ წარმოებული კვლევის თანახმად მომხმარებლების კონტენტით დაინტერესება მატულობს

კვლევები გვიჩვენებს, რომ აუდიტორიის ინტერესი კონტენტის მიმართ უკანასკნელი წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა (2012 წელს არსებული 17%-დან გაიზარდა 32%-მდე 2013 წელს), ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ციფრული ფორმატების მიმართ, ფიზიკურ მოდელებთან შედარებით. მედია-მოხმარება იზრდება, თუმცა აშშ-ს მომხმარებლებზე დაკვირვების მიხედვით, ვიდეომასალის არენდა წინ უსწრებს შეძენას შემდეგი პროპორციით 3:1 2013 წელს, 2:1 2012 წელს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის.

ციფრული ფორმატით დაინტერესების ზრდის მიუხედვად, მომხმარებლების დამოკიდებულება ფასიანი ტელევიზიის მიმართ არ შეიცვალა გასულ წელთან შედარებით, რადგან აშშ-ს მომხმარებლები უმეტეს შემთხვევაში კმაყოფილი არიან ფასიანი ტელევიზიის ოპერატორების შემოთავაზებით.

კვლევა გვიჩვენებს, რომ რესპოდენტების მხოლოდ 6% გეგმავს მომდევნო წელს ფასიანი ტელევიზიის გაუქმებას. ამასთან „a la carte” პროგრამის თემატური პაკეტის წვდომის მიღება უთანაბრდება კაბელური სატელევიზიო პაკეტების გამოწერის რიცხვს (47% 2013 წელს). 

მოხმარების მოდელების ცვლილება

მედია-მონაცემების აღმქმელი აპარატურის მზარდი ხელმისაწვდომობის გამო, აშშ-ს მომხმარებლები სულ უფრო ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს. მრავალფუნქციურობა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობას შორის, რომლებიც სატელევიზიო გადაცემის ყურების პარალელურად კიდევ სულ მცირე ოთხ ქმედებას ასრულებენ.  X თაობისა და უფროსი თაობის წარმომადგენლები ასევე უფრო ხშირად ამჟღავნებენ ინტერესს მრავალფუნქციური ხასიათისადმი 2013 წელს, ასრულებენ რა ერთ ქმედებაზე მეტს ტელევიზორის ყურებისას. ამასთან, განხორციელებული ქმედებების მეოთხედზე ნაკლებია დაკავშირებული იმ პროგრამებთან, რომლებსაც მომხმარებლები უყურებენ.

„ამ წლის შედეგები მიგვანიშნებს ცვლილებებზე კონტენტის ინდუსტრიაში. კონტენტის არენდისთვის უპირატესობის მინიჭება ბაზრის გაფართოებას იწვევს და არენდის მოდელის შემოსავლიანობის ამცირებს“, - განაცხადა ალმა დერიკსმა, კომპანია „დელოიტ კონსალტინგის“ დირექტორმა. „მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესი ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის გამოყენების მიმართ და გაურკვევლობა „მეორე ეკრანის“ ტექნოლოგიის აქტუალურობასთან მიმართებაში გვიჩვენებს, რომ მომხმარებელთა შეხედულებები შესაძლოა არსებითად იცვლებოდეს. მაღალი ფრაგმენტაციის მიუხედავად, ბაზარზე კვლავაც არსებობს პოტენციური შესაძლებლობა მსგავსი ქცევის გამოყენებისა და წინადადებების შემუშავების, რასაც შეუძლია ახალი მომხმარებლების მოზიდვა“.

მრავალფუნქციური ხასიათის მხარდაჭერა

მობილური მოწყობილობების პოპულარობის ზრდის ფონზე ინტერაქტიული ვიდეოთამაშების ინდუსტრია თამაშების კონსოლების საზღვრებს გარეთ რჩება. მომხმარებლები თამაშისთვის გამოყოფილი დროის 23%-ს სმარტფონებსა და პლანშეტებზე ხარჯავენ. აღნიშნული ტენდენცია აქტუალურია ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი გოგონებს შორის, რომლებიც თავისი დროის 26%-ს ხარჯავენ სმარტფონებსა და პლანშეტებზე თამაშზე.

თუმცა მომხმარებელები მაინც განაგრძობენ მრავალფუნქციური თამაშების კონსოლების გამოყენებას, რესპოდენტების 42% უპირატესობას ანიჭებს დისკების თამაშებს, 32% იყენებს კინო და ტელე კონტენტის შესაძლებლობებს, ხოლო რესპოდენტების 26% იყენებს საკუთარ კონსოლებს ონლაინ ინფორმაციის წვდომისთვის.

თამაშების კონსოლების ეპოქის დასასრული

სოციალური მედია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აშშ-ში მომხმარებელთა ნახევარზე მეტი (54%) სტუმრობს სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად, უმეტეს შემთხვევაში დღეში 10-ჯერ ან მეტჯერ.

სოციალური მედიის ზეგავლენა მომხმარებლებზე ამა თუ იმ შენაძენის გაკეთების კუთხით, ასევე ძალიან დიდია. სოციალური მედიის თემატური ჯგუფების მონაწილეების მიმოხილვა ან რეკომენდაციები ასევე დიდი ზეგავლენის მატარებელია მომხმარებლებზე, თუნდაც ისინი პირადად არ იცნობდნენ ავტორს. აშშ-ში მომხმარებელთა 68% ასეთ ზეგავლენას აფასებს როგორც მაღალს ან საშუალოს ამა თუ იმ პროდუქციის შეძენის კუთხით. უცნობი ადამიანების მიერ წარმოდგენილი მიმოხილვა ნდობას აღძრავს. მომხმარებელთა 60% ასეთი მიმოხილვების ზეგავლენას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების კუთხით აფასებს, როგორც მაღალს ან საშუალოს.

„ახალი ტენოლოგიების დანერგვასთან ერთად შეიცვლება კონტენტის მოხმარების ქცევის მოდელები, - ასკვნის ბელსონი, - ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება იმდენად, რამდენადაც ახალი აპარატურა და პლატფორმები უფრო და უფრო ფართო გავრცელებას პოვებს მომხმარებელთა შორის. ეს ყველაფერი კი ახალ ამოცანებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს მაღალი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის დარგის ორგანიზაციებს.“

სოციალური მედიის ზეგავლენა

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?