Assessing cyber risk

პერსპექტივები

კიბერ რისკების შეფასება

კრიტიკული საკითხები დირექტორთა საბჭოსა და ტოპ-მენეჯმენტისათვის

საფრთხეების მზარდი რაოდენობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციებს გაცილებით მეტი აქვთ სადარდებელი, ვიდრე მხოლოდ თაღლითობა და ქურდობა. თავდამსხმელები უფრო მეტად ორგანიზებულნი ხდებიან და ფოკუსირებას ახდენენ მომსახურებების დარღვევაზე, მონაცემების დაზიანებასა და თაქვენ სისტემებზე გამოსასყიდის მოთხოვნაზე, რაც რისკებს კიდევ უფრო რთულს ხდის. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია მარეგულირებელ ჯარიმებთან, იურიდიულ ზარალთან, ნდობის დაკარგვასთან, რეპუტაციის შელახვასთან.

ასეთ პირობებში რისკებსა და საქმიანობის შედეგებს შორის კავშირი უფრო და უფრო ძლიერი ხდება და დირექტორთა საბჭოსა და ტოპ-მენეჯმენტს ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა კიბერ რისკების პროგნოზირებასა და მართვაზე. ისინი, როგორც წესი ფოკუსირებულნი არიან აჩვენონ რამდენად უსაფრთხო და სტაბილურია მათი ბიზნესი, რაც ხშირად ხელს უშლით უპასუხონ  ყოველდღიურ გამოწვევებს კიბერ რისკების მონიტორინგის, აღმოჩენისა და გამკლავების კუთხით.

ტოპ-მენეჯმენტს მათი კიბერ მდგომარეობის შეფასებაში დაეხმარება ათი კრიტიკული კითხვა. გაეცანით კითხვებს, რაც დაგეხმარებათ კიბერ რისკების ახლებურად გააზრებასა და მათზე რეაგირებაში. 

ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?