slice of vegetable

სტატია

„მწვავე“ მოსაზრება

მსოფლიო ტენდენციების ანალიზი

მზარდ კონკურენტულ გარემოში მსოფლიოს ფოლადის ინდუსტრიის დარგში მომუშავე კომპანიები მუდმივად უნდა ეძიებდნენ გზებს, რათა მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. აღნიშნული კომპანიები წლების განმავლობაში იყენებდნენ ანალიტიკას პროცესის სიმულაციიდან დაწყებული ლაბორატორიული მართვის სისტემებითა და წარმოების მონაცემებთან ინტეგრირებული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემებით დამთავრებული. მოწინავე ანალიტიკის გამოყენებით კომპანიებს შეუძლიათ უფრო სრულყოფილად ჩამოაყალიბონ გადაწყვეტილებები მათი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: პროდუქციის ღირებულება და შემოსავალი გაყიდვებიდან, ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ და მოთხოვნა პროდუქტზე, რისკების მართვა, ფულადი ინვესტიციები, წარმოებისა და ოპერაციების უსაფრთხოება, მიმწოდებლებთან ურთიერთობა და უწყვეტი მომარაგების ქსელი.

ძირითადი დასკვნები

1.      მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიო ფოლადის ინდუსტრიის დარგში მოსალოდნელია ანალიტიკური ტექნიკების გამოყენება, რაც ეტაპობრივად ყველა ახალ მიმართულებას მოიცავს. ანალიტიკურ მეთოდოლოგიას აქვს უნარი გავლენა იქონიოს ღირებულების შექმნის სამრეწველო ჯაჭვის ძირითად მხარეებზე.

2.      ინდუსტრიული მრეწველობის დარგის კომპანიებს შეუძლიათ გაზარდონ წარმოება 6%-მდე ანალიტიკის გამოყენების კომპლექსური მიდგომების საშუალებით. მოწინავე ანალიტიკური მეთოდოლოგიის გამოყენება ფოლადის მრეწველობის დარგში პირველ რიგში მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით მოხდება.

3.      მოწინავე ანალიტიკური მეთოდოლოგია კომპანიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ფოლადის მრეწველობის დარგში დასაქმებულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ ანალიტიკის გამოყენება ბიზნესის მართვისას და სტრატეგიული გადაწყვეტილელების მიღების დროს.

4.      დღესდღეობით მოწინავე ანალიტიკური მეთოდების გამოყენება ფოლადის მრეწველობის დარგში საწყის ეტაპზეა. მომავალში აღნიშნულ სფეროში მომუშავე კომპანიებს ექნებათ აღნიშნული მეთოდის სხვა სექტორებში გამოყენების უპირატესობა დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. 

„მწვავე“ მოსაზრება: ანალიტიკა მსოფლიო ფოლადის ინდუსტრიის დარგში
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?