სტატია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თანამშრომლობის ახალი ეტაპი

6 ივნისს, დელოიტის საქართველოს ოფისსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დელოიტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მრავალწლიან ისტორიას ითვლის. კომპანიაში დასაქმებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიდი რაოდენობა თუ დელოიტის პროფესიონალების სტუმრობა უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის რანგში არსებული თანამშრომლობის წარმატებასა და პროდუქტიულობაზე მეტყველებს.

მოხარული ვართ გადავიდეთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?