მომსახურება

კაპიტალის ბაზრები და IPO მომსახურება

შენი პარტნიორი, როდესაც ხდები სააქციო საზოგადოება

ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გეგმავენ აქციების პირველად განთავსებას (IPO), მომზადების პროცესი არის რთული, შრომატევადი და მოითხოვს დიდი რაოდენობით რესურსს. გარემოში, სადაც დიდი აქცენტი კეთდება ჯანსაღ კორპორაციულ მმართველობაზე, ძლიერ შიდა პროცესებზე და კონტროლის ეფექტურ სისტემებზე, ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს გახდეს სააქციო საზოგადოება, გაზრდილი მოთხოვნების წინაშე დგება.

ჩვენი გამოცდილი პროფესიონალების გუნდის მეშვეობით, “დელოიტს” შეუძლია დაგეხმაროთ IPO პროცესის განმავლობაში, დაწყებული IPO-ს არსებითი განხილვიდან, მისი ყველა შესაძლო ვარიანტის გამოკვლევით დასრულებული. 

 

IPO მოგზაურობა – თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდა

IPO არის ცხოვრებაში ერთხელ მოცემული შესაძლებლობა და ამისთვის კარგად მომზადება გადამწყვეტია წარმატებისთვის. პროცესი არის ძალიან რთული და თქვენი IPO მოგზაურობა სავარაუდოდ ბევრი დაბრკოლების და სიძნელის მომცველი იქნება. ამის გათვალისწინებით, სანდო რჩევა და სრულყოფილი დაგეგმვა აუცილებელი იქნება იმისათვის, რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ

 

რატომ ვართ ჩვენ კარგ პოზიციაში თქვენს დასახმარებლად

“დელოიტში” ჩვენ გვაქვს IPO-ს მდიდარი გამოცდილება. ჩვენმა გუნდმა ეს გზა მრავალჯერ გაიარა და შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი IPO მოგზაურობის ყველა საფეხურზე. ჩვენი გუნდი არის მრავალპროფილიანი და მოიცავს კორპორატიული ფინანსების, აუდიტის, ტრანზაქციების მომსახურების, დაბეგვრისა და სხვა სპეციალისტებს მთელი კომპანიის მასშტაბით. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის კონსულტაცია, არა მხოლოდ ტექნიკურ და მეთოდურ საკითხებზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიული და კომერციული მიმართულებით, რასაც თქვენ მოელით დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტანტისგან.

ჩვენ დახმარება გავუწიეთ დსთ-ის კომპანიების ნახევარზე მეტს, რომლებიც ახლა იმყოფებიან ადგილობრივ და უცხოურ სააქციო ბაზრებზე, მათთვის ინტეგრირებული IPO მომსახურების შეთავაზების გზით, რაც მოიცავს:

• IPO-სთვის მზადყოფნის დიაგნოსტიკა, რათა დადგინდეს თქვენი მზადყოფნა IPO-სთვის

• IPO დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც თქვენი გუნდის ინტეგრირებული ნაწილი, რათა უზრუნველგყოთ სათანადო დახმარებით თქვენი არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების შევსებაში.

• საგადასახადო და იურიდიული რესტრუქტურიზაცია IPO-სთვის მოსამზადებლად

• IFRS ანგარიშგების წარმოება და სწრაფი დახურვა, საბირჟო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

• აღმასრულებლების ანაზღაურების გეგმა მმართველი საბჭოს მოტივირებისთვის IPO-ს მსვლელობისას და მის შემდგომ

• კორპორატიული მმართველობის რჩევები გამჭვირვალობაზე, რისკების მართვაზე, მმართველი საბჭოს შემადგენლობაზე და ა.შ.

ჩვენი სპეციალიზირებული გუნდისა და კაპიტალის ბაზრების მნიშვნელოვანი  გამოცდილების ერთობლიობა გვაძლევს მტკიცე რწმენას, რომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ყველაზე ღირებული და რენტაბელური გადაწყვეტილებები  IPO პროცესის შეუფერხებელად და ეფექტურად განსახორციელებლად.