Audit of Financial Statements

გადაწყვეტილება

ფინანსური ანგარიშგებია აუდიტი

მეტი ვიდრე უბრალოდ ნორმატიული მოთხოვნების დაცვა

ჩვენ კომპანიებს ვუტარებთ არა მხოლოდ აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არამედ ვეხმარებით მათ ბიზნეს მიზნების მიღწევაში, რისკების მართვასა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.

ჩვენი მიზანი

ჩვენ ორიენტირებული ვართ კაპიტალის ბაზრებისადმი ნდობის ამაღლებაზე, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და ჩვენი საქმიანობის მიერ შექმნილი ღირებულიბის გაზრდაზე. ჩვენ გვჯერა, რომ აუდიტი უფრო მეტია, ვიდრე ვალდებულება; ეს არის შესაძლებლობა ღრმად ჩაიხედოთ ბიზნესში. ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორი, ვაძლიერებთ ნდობას იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც ვუწევთ მომსახურებას და ამგვარად, ვეხმარებით კაპიტალის ბაზრის სისტემას მეტი ნდობით ფუნქციონირებაში.

რატომ ირჩევენ ჩვენი კლიენტები დელოიტს

აუდიტის ხარისხი – შემოწმების შედეგები

ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტი ხარისხის შეფასებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მარეგულირებელ ორგანოთა შემოწმება და ასევე, წევრი ქვეყნების ხარისხის კონტროლის სისტემა. აუდიტის ხარისხის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, ჩვენ წამყვან პოზიციაზე ვართ მსოფლიოში აუდიტის ხარისხით.

დელოიტი ამით არ კმაყოფილდება და ჩვენ განვაგრძობთ ხარისხის მონიტორინგის შიდა ღონისძიებების გაძლიერებას, ყველა შესაძლო უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით ორგანიზაციაში.

ჭკვიანი აუდიტი მოწინავე ტექნოლგიების დახმარებით 

მაღალი ხარისხის აუდიტის გაგებაში ჩვენ მოვიაზრებთ არა მეტის კეთებას, არამედ უფრო ეფექტურად და რაციონალურად მოქმედებას.

ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს:

  • განმეორებითი ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რათა აუდიტორებმა მეტი დრო დაუთმონ ამოცანებს, რომლებიც საჭიროებენ მსჯელობას;
  • მონაცემების სრულყოფილი შეფასებისთვის;
  • განსხვავებული და საინტერესო შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის;
  • აუდიტის მსვლელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის;
  • მხარეების თანამშრომლობის ოპტიმიზაციისთვის აუდიტის მსვლელობისას, კლიენტის თანამშრომლებზე ზეწოლის შესამცირებლად;
  • კლიენტებისთვის დროული და ნამდვილად სასარგებლო ინფორმაციის მისაწოდებლად.

ჩვენ ვიყენებთ მაღალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს თითქმის ყოველთვის, თუმცა ვითვალისწინებთ მათ მიზანშეწონილობას - ამაღლებენ თუ არა მომსახურების ხარისხს და აუდიტორული შემოწმების ეფექტურობას.

კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა – The Deloitte Way

თითოეული კომპანია უნიკალურია თავისი ბიზნესით, მასშტაბით, სტრუქტურით, სტრატეგიით, პროცესებითა და ხალხით. ყველა ეს ელემენტი განსაზღვრავს ჩვენ აუდიტის სტრატეგიას, რომელსაც ინდივიდუალურად შევიმუშავებთ თითოეული კლიენტისთვის. ეს მიდგომა მოიცავს აუდიტის პროცესის ყველა ასპექტს:

  • შესაბამისი ინდუსტრიული და საგნობრივი ცოდნისა და გამოცდილების მქონე გუნდის შექმნა;
  • რისკების შეფასება ინდუსტრიული ცოდნის საფუძველზე, პარტნიორების ზედამხედველობით;
  • აუდიტის დეტალური პროგრამის შემუშავება კლიენტის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით;
  • კლიენტის საჭიროებებზე მორგებული და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის მქონე აუდიტის გრაფიკის შემუშავება;
  • კლიენტთან კომუნიკაციისას მათ მოლოდინებზე კონცენტრაცია.

კლიენტზე ორიენტირებული აუდიტის მიდგომა გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი რესურსების მიმართვა ყველაზე საჭირო მიმართულებებზე და შესაბამისად, მეტი თავდაჯერებულობის და უფრო ღირებული ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.

დელოიტის არჩევით თქვენ ირჩევთ აუდიტის ხარისხის ახალ სიმაღლეს!