პრესს რელიზი

საჯარო დისკუსია მოგების გადასახადის რეფორმისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ კანონის შესახებ 

4 ნოემბერს, დელოიტის თბილისის ოფისის, „მმართველობა განვითარებისათვის” პროექტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებითა და მონაწილეობით, ტექნოპარკში საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსია მოიცავდა მოგების გადასახადის რეფორმასა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ კანონთან დაკავშირებულ საკითხებს.   

დელოიტის თბილისის ოფისის აუდიტის დეპარტამენტის დირექტორმა - თამარ ნავცლიშვილმა და საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი თავართქილაძემ ღონისძიებაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ზემოთ აღნიშნული საკითხების ირგვლივ, თემატურ ჯგუფებად დაყოფილი დელოიტის პროფესიონალები კი დამსწრე საზოგადოებას კონსულტაციას სთავაზობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე. 

დისკუსიას საქართველოში წარმოდგენილი მსხვილი კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

მოგების გადასახადის რეფორმასა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ კანონთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?