This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობა

საბაჟო გადასახდელები და საერთაშორისო ვაჭრობის ხარჯები პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიების მომგებიანობაზე. საბაჟო წესებისა და დეკლარირების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჯარიმები და ბიზნეს ხარჯები. ამ მხრივ, გლობალური სავაჭრო გადაწყვეტილებებისა და ვალდებულებების ეფექტური მართვა მნიშვლენოვან ფაქტორს წარმოადგენს კომპანიის საერთაშორისო მიწოდების ქსელში.   

ჩვენი პროფესიონალები საბაჟო სფეროში დაგეხმარებიან სტრატეგიების დაგეგმვაში და საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურირებაში რომ შეამციროთ საბაჟო გადასახადები და სხვა საერთაშორისო სავაჭრო ხარჯები, რაც დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ რომ იურიდიული და მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულებულია. ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • დოკუმენტაციის მომზადებას და საბაჟო კლასიფიკაციის გადაწყვეტილებების მოპოვებას შემოსავლების სამსახურიდან ისე, რომ ნულოვანი ან შემცირებული საბაჟო გადასახადი გამოიყენებოდეს  იმპორტირებულ საქონელზე.
  • სხვადასხვა საბაჟო პროცედურების გამოყენების ანალიზს ისე, რომ მოხდეს საბაჟო გადასახადების და სხვა ხარჯების ოპტიმიზაცია.
  • საბაჟო საკითხების შეფასების კონსულტაციებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ახლად იმპორტირებულ საქონელზე და აგრეთვე კომპანიებზე რომლებიც ცვლიან თავიანთ ბიზნეს მოდელს ან მიწოდების ჯაჭვს.
  • ოპერაციების ანალიზს საბაჟოს თვალსაზრისით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისთვის.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.