This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

საერთაშორისო ბიზნეს გადასახადის მომსახურებები

ბიზნეს გადასახადი
დელოიტი აწვდის ამომწურავ, პრაქტიკულ მიდგომას გადასახადის დაგეგმარებასთან დაკავშირებით რაც ეხმარება მულტინაციონალურ ბიზნესებს  დააკმაყოფილონ გლობალური საგადასახადო და საკანონმდებლო პასუხისმგებლობა, პარალელურად, ხარჯების ეფექტიანობის მიღწევისთვის, კომპანიის რისკის პროფილთან შესაბამისად, დაგეგმვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების აღმოჩენით და სპეციალიზირებული მომსახურების მიწოდებით. ჩვენ მიგვაჩნია რომ ყველაზე დასაცავად ადვილი საგადასახადო სტრატეგიები არის შესაბამისობაში კომპანიის ოპერაციებთან და ინტეგრირებულია მთლიან ბიზნეს გეგმაში.

 

იურიდიული კონტაქტები
დელოიტი გაწვდით საგადასახადო და იურიდიული ცოდნის ძლიერ კომბინაციას, რათა მისცეს კლიენტებს ამომწურავი წინამძღოლობა ფართო სპექტრის კრიტიკულ ბიზნეს საკითხებზე. დელოიტი იყენებს გლობალურ, სისტემატიურ მიდგომას რათა შეაძლებინოს კლიენტებს შეიტანონ იურიდიული საყურადღებო საკითხები მათ სტრატეგიაში პროცესის დასაწყისში, ამგვარად უკეთესად განჭვრეტენ იურიდიულ საკითხებს და მინიმუმამდე დაიყვანენ ბიზნეს ოპერაციების შეწყვეტის რისკს.

 

კერძო კომპანიის მომსახურება
კერძო კომპანიები ხვდებიან მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ საწარმოს წარმატებაზე, არამედ მათი მფლობელების პროფესიონალურ და პირად მიზნებზე. რაც არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი – პირველადი საჯარო შეთავაზება, ახალ ბაზრებზე გაფართოება, ოჯახის წევრზე მემკვიდრეობის გადასვლა, ან გაყიდვა – საგადასახადო დაგეგმარების ინტეგრირება კრიტიკულია. კერძო კომპანიების მიმართ ჩვენი მომსახურება შედგება საწარმოს მოგების გადასახადის დაგეგმარებასა და გადასახადების დათვლასა და დეკლარირების მომსახურებებისგან, საშემოსავლო გადასახადის და ქონების დაგეგმარების თემებისგან, საერთაშორისო დაბეგვრისა და საოჯახო ოფისებისგან.

 

გადასახადის მენეჯმენტის კონსულტაცია
გადასახადების ტექნიკური, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გამოცდილებით, დელოიტი ეხმარება ბიზნესებს გაუმკლავდნენ მულტიიურისდიქციულ საგადასახადო ოპერაციების გამოწვევებს, მათ შორის კანონმდებლობის დაცვას, მოხსენებას და რისკის მენეჯმენტს პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისთვის. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს პროცესებისა და ტექნოლოგიების ტრანსფორმაციაში რათა აამაღლონ ეფექტიანობა, მოახდინონ მონაცემების ჰარმონიზაცია და გაზარდონ გამჭვირვალობა საწარმოს რესურსების დაგეგმარების სისტემებისგან, მთელი მოხსენებისა და დოკუმენტაციის პროცესის გავლით.