This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

საგადასახადო მენეჯმენტის კონსულტაცია

სულ უფრო მეტად მომთხოვნ გლობალურ გარემოში, საგადასახადო პასუხისმგებლობის მენეჯმენტი და საგადასახადო საკითხების დაგეგმვა ხდება უფრო კომპლექსური. საგადასახადო ტექნიკური, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გამოცდილებით, დელოიტი ეხმარება ბიზნესებს დაუპირისპირდნენ მულტიიურისდიქციული საგადასახადო ოპერაციების გამოწვევებს, მათ შორის გადასახადების დათვლა და აღრიცხვა, დეკლარირება და რისკის მართვა პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისთვის. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გარდასახონ პროცესები და ტექნოლოგია, იმგვარად რომ ამაღლდეს ეფექტიანობა, დალაგდეს მონაცემები, და გაუმჯობესდეს გამჭვირვალობა დაწყებული საწარმოს რესურსების დაგეგმარების სისტემიდან, დამთავრებული მოხსენებითა და დოკუმენტაციის პროცესებით.

ჩვენი მომსახურება შედგება:

გაიგეთ მეტი www.deloitte.com/movetaxforward.

საგადასახადო აღრიცხვა და დეკლარირება

ზედმეტად დაყრდნობა ელექტრონულ ცხრილებზე, მოძველებულ ტექნოლოგიებზე, საგადასახადო და ფინანსური სისტემების ინტეგრირების ნაკლებობა ხელს უშლის საგადასახადო დეპარტამენტის უნარს რომ მიიღონ და გაანალიზონ მონაცემები რაც მათ სჭირდებათ დროული და ზუსტი საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარირებისთვის. დელოიტი გაგიწევთ საერთაშორისო და ადგილობრივი ოპერაციებისთვის ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის დამხმარე კომპიუტერული პროგრამების შერჩევასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ კონსულტაციას. ჩვენ ვეხმარებით საგადასახადო დეპარტამენტებს გადასახადების აღრიცხვასა და დეკლარირების პროცესებში, გადასახადების შედარებაში, შემსუბუქებასა და პროცესის გაუმჯობესებაში რომ შესწორდეს და თავიდან იქნას აცილებული მატერიალური სისუსტეები და მნიშვნელოვანი დეფიციტი. ამას გარდა, ჩვენ რჩევებს ვიძლევით საგადასახადო პოლიტიკასა და პროცედურებზე ისევე როგორც ტექნიკურ ასპექტებზე, დაკავშირებულს სათადარიგო ანგარიშებთან და შიდა კონტროლის გადახედვასთან, რომ ავამაღლოთ მმართველობა და მოვიცვათ გადასახადების კალკულაციასა და დეკლარირებასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ მენეჯმენტ რეპორტინგის დესქთოფი და საგადასახადო მონაცემთა ბაზის საცავები.

დაბრუნება სათავეში

გლობალურად გადასახადების აუთსორსინგი

ორგანიზაციები რომლებიც საქმიანობენ ბევრ იურისდიქციაში დგანან უზარმაზარი გამოწვევების წინაშე, აუწყონ ფეხი თითოეული იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობას. ამ მიზნით ისინი ხშირად მიმართავენ დელოიტს პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადის კალკულაციასა და დეკლარირებასთან, ასევე კანონით გათვალისწინებულ აღრიცხვასთან და რეპორტინგთან დაკავშირებით გლობალურ და ადგილობრივი საგადასახადო აუთსორსინგისთვის. გაცვლილი მომსახურებითა და მონაცემების მენეჯმენტის წყალობით, ჩვენ გუნდს ძალუძს მხარდაჭერა ადგილობრივი და ოფშორული გადასახადის კალკულაციასა და დეკლარირებასთან დაკავშირებულ ქმედებებში. ჩვენ ასევე ვეხმარებით განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა გაერთიანების შემდგომი ინტეგრაცია, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან სისტემურ, პროცესის და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ახლად შექმნილი ორგანიზაციისათვის, საგადასახადო კანონმორჩილებასთან დაკავშირებულ აუთსორსინგის გარდა.

დაბრუნება სათავეში

რისკი, სტრატეგია და ოპერაციები

რისკის მცოდნე საგადასახადო დეპარტამენტები ახდენენ ბიზნეს სტრატეგიისა და რისკის მენეჯმენტის ინტეგრაციას მათ ოპერაციებში. დელოიტი ეხმარება ორგანიზაციის საგადასახადო დეპარტამენტებს საგადასახადო ოპერაციები დაალაგონ ბიზნეს სტრატეგიის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში მათი ფინანსური ტრანსფორმაციის მცდელობებთან ერთად. მომსახურება შეიცავს ორგანიზაციული მოდელის, როლების და პასუხისმგებლობების შეფასებას; უნარების განსაზღვრა/დადგენა; შედეგის გაზომვა და საგადასახადო განყოფილებაში მართვისა და კონტროლის ანალიზი. ჩვენ ასევე ვეხმარებით საგადასახადო დაგეგმარების, საგადასახადო კანონმორჩილების და საგადასახადო აუდიტის პროცესების ინტეგრაციაში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სათანადო საქმიანობის შედეგის მენეჯმენტის ძირითადი მაჩვენებლების არსებობის დადგენას.

დაბრუნება სათავეში

გადასახადები-ჩართული საწარმოს რესურსების დაგეგმვაში

საგადასახადო მონაცემების მოთხოვნების ინტეგრაცია საწარმოს რესურსების დაგეგმარების სისტემაში არის უფრო და უფრო გადამწყვეტი საგადასახადო დეპარტამენტებისთვის, რომ იმუშაონ ეფექტურად და მიიღონ საგადასახადო მნიშვნელობის მონაცემები რომლებიც საჭიროა ბუღალტრულ და საგადასახადო რეპორტინგის მიზნებისთვის. საგადასახადო ტექნიკური და ტექნოლოგიური გამოცდილებით, ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს ჩართონ გადასახადები მათ საწარმო რესურსების დაგეგმარების სისტემაში, დამყარებული მონაცემებისა და ინფორმაციის მოთხოვნებზე მთელს საგადასახადო ციკლში, ჩაწერიდან-რეპორტინგამდე. ჩვენი კონსულტაცია მოიცავს პირდაპირ და არაპირდაპირ საგადასახადო მოთხოვნებს და საგადასახადო დაგეგმარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას და საგადასახადო აუდიტს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ასევე ვეხმარებით მონაცემების შენახვაში, დოკუმენტების მენეჯმენტში და მაკონტროლებლების პრიორიტიზირებაში.

დაბრუნება სათავეში

კანონმორჩილების პროცესის ავტომატიზაცია

საგადასახადო დეპარტამენტები დგანან რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვების წინაშე, რაც მოითხოვს მეტ ყურადღებას პროგრამის და ტექნოლოგიის ეფექტიან და ეფექტურ გამოყენებაზე რომ მოხდეს დახვეწა გადასახადების კალკულაციისა და დეკლარირების პროცესის. ჩვენი გუნდი იძლევა კონსულტაციებს პროგრამის დიზაინის, გამყიდველის შერჩევის და განხორციელებასთან დაკავშირებით გლობალური და ადგილობრივი მიზნებისთვის, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისთვის. მომსახურება შედგება პროგრამისა და ტექნოლოგიის ინტეგრაციისგან მთელი გადასახადების ჩაწერიდან-რეპორტინგის ციკლის გავლით. გადაწყვეტილებები შედგება საწარმო სისტემებისგან, შუახაზებისგან, საგადასახადო აპლიკაციებისგან და მენეჯმენტის რეპორტინგის პანელებისგან.

დაბრუნება სათავეში

საგადასახადო მონაცემების ანალიტიკა

საგადასახადო ინფორმაცია ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მენეჯერების შესაძლებლობისთვის რომ დაგეგმონ და განჭვრიტონ. ჩვენი გადასახადების მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას აამაღლოს საგადასახადო მონაცემების ანალიტიკა და შეაფასონ საჭირო მონაცემები და ინფორმაცია ამ მცდელობების მხარდასაჭერად. ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ორგანიზაციას გაერკვეს წინა საგადასახადო შედეგებში და იმაში, თუ როგორ შეუძლია საგადასახადო ტექნოლოგიებს, აპლიკაციებსა და მოწინავე პრაქტიკებს დაეხმაროს საგადასახადო დეპარტამენტს დაგეგმოს და აღასრულოს საგადასახადო სტრატეგია უფრო ეფექტურად.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.