This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

კერძო კომპანიის მომსახურება

კერძო კომპანიები არიან მთელი რიგი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ არა მხოლოდ ბიზნეს საწარმოს წარმატებაზე, არამედ მათი მფლობელების პროფესიულ და პირად მიზნებზე. რაც არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი – პირველადი საჯარო შეთავაზება, ახალ ბაზრებზე გაფართოება, ოჯახის წევრზე მემკვიდრეობის გადასვლა ან გაყიდვა – ინტეგრირებული საგადასახადო დაგეგმარება არის კრიტიკული. დელოიტი ეხმარება კერძო კომპანიებს, მათ მფლობელებს და განსაკუთრებით დიდი აქტივების, გარდა იმ ბიზნესებისა რომლებსაც ისინი პირდაპირ ამუშავებენ, მფლობელ პირებს რომ გაიგონ, დაგეგმონ და აღასრულონ ეფექტური ბიზნეს და საგადასახადო სტრატეგიები – კურსის შეცვლა, როდესაც საჭიროა შესაბამისად უპასუხონ ახალი კანონმდებლობის და საბაზრო პირობების განვითარების სავარაუდო საგადასახადო შედეგებს.

საშემოსავლო გადასახადის დაგეგმარება, გადასახადების დათვლა და დეკლარირება კერძო კომპანიებისთვის და მათი მფლობელებისთვის

მიმდინარე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები, ამავდროულად საგადასახადო ორგანოების გაზრდილი ყურადღება დიდი შემოსავლების მქონე პირებზე, ქმნის მომთხოვნ გარემოს კერძო კომპანიებისთვის და მფლობელებისთვის რომ წინასწარ, პროაქტიულად მართონ მათი საგადასახადო ვალდებულებები და რისკები. დელოიტი გამოცდილია კერძო კომპანიის, მათი მფლობელების, საოჯახო ოფისების და ბიზნეს საწარმოს თანამშრომლების, საოჯახო ოფისების თანამშრომლებს შორის რთული ურთიერთობის მართვაში. დელოიტი ეხმარება კერძო კომპანიებს და მათ მფლობელებს შეაფასონ სხვადასხვა ბიზნეს და პირადი ქონების გადაწყვეტილებების სავარაუდო საგადასახადო შედეგები, იქონიონ რა საგადასახადო, ბიზნეს და პირადი ამოცანები სათვალავში. დელოიტს შეუძლია დაგეხმაროთ გამოიკვლიოთ გადასახადების დაზოგვის შესაძლებლობები, მოემზადოთ საგადასახადო და ეკონომიკური კლიმატის ცვლილებებისთვის და დაგეხმაროთ მოაგვაროთ დავები საგადასახადო ორგანოებთან.

დაბრუნება სათავეში

მფლობელისა და ოჯახის სიმდიდრის სრულყოფილი დაგეგმარება

კერძო პირები და ოჯახები რომლებიც ფლობენ მნოშვნელოვან ქონებას ხშირად დგანან მათი მემკვიდრეობის დაცვასთან და გაგრძელებასთან დაკავშირებული რთული გადაწყვეტილებების წინაშე. დელოიტი გამოცდილია კერძო კომპანიების მფლობელებისა და მათი ოჯახების ქონების დაგეგმვის მრავალწახნაგოვან საკითხების მართვაში. ჩვენი პროფესიონალები ეხმარებიან კერძო ბიზნესის მფლობელებს გამოიკვლიონ ქონების შენარჩუნებასთან და მომავალი თაობისთვის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები. დელოიტის უძრავი ქონების დაგეგმარების სპეციალისტები მჭიდროდ მუშაობენ კლიენტის სხვა პროფესიონალურ მრჩევლებთან რომ გადაჭრან უძრავ ქონებაში, საჩუქარში, მემკვიდრეობაში, ზიარ ფონდებში და საქველმოქმედო დაგეგმარებაში  ჩართული კომპლექსური საკითხები და განავითარონ და გაატარონ მათ საჭიროებებზე მორგებული უძრავი ქონების გეგმა.

დაბრუნება სათავეში

საერთაშორისო საგადასახადო და უძრავი ქონების დაგეგმარება

დიდი შემოსავლის მქონე პირების და ოჯახების გაზრდილი მობილობა დაემთხვა გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკის მასშტაბურ გაფართოებას  - დამახასიათებელი მომატებული საზრვარგარეთული ვაჭრობითა და ინვესტიციებით – რაც ქმნის მეტად და მეტად ჩახლართულ გლობალურ საგადასახადო საკითხებს. დელოიტის პროფესიონალები მჭიდროდ მუშაობენ კლიენტებთან რომ განიხილონ საგადასახადო რეზიდენტობასა და მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხები და შეაფასონ საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობების საგადასახადო კუთხეები. ჩვენ ვაწვდით მულტი-იურისდიქციულ საგადასახადო და უძრავი ქონების დაგეგმარების რჩევებს, ვიღებთ რა მხედველობაში: ოჯახის მობილურობას, ქონების დაგეგმარებისა და შენარჩუნების მიზნებს, სპეციფიკურ ქვეყნებსა და აქტივების ტიპებში ინვესტიციის ნუანსებს და საგადასახადო შედეგებს ოჯახის კერძო ბიზნესის საწარმოებზე.

დაბრუნება სათავეში

საოჯახო ოფისის მომსახურება

ოჯახის ქონების ეფექტური მართვა გადის მთელ რიგ საკითხებს დაკავშირებულს არა მხოლოდ ბიზნეს გეგმებთან, არამედ პირად და ოჯახურ მიზნებთან. მდიდარი ოჯახები ხშირად იღებენ საოჯახო ოფისის შექმნის გადაწყვეტილებას, რომ მართონ მათი ბევრი საინვესტიციო, რეპორტიმგის, ფილანტროპიული და ფინანსური დაგეგმარების პასუხისმგებლობები. ოჯახის ოფისის სათანადო სტრუქტურირება და თანამშრომლებით დაკომპლექტება მოითხოვს საგადასახადო და ხელმძრვანელობის საკითხების ანალიზს, ისევე როგორც ოჯახის მოკლე და გრძელვადიანი ბიზნეს და პროფესიონალურ მიზნებისა და ამოცანების ღრმა გაგებას . დელოიტის პროფესიონალებს შეუძლიათ დაგეხმარონ ოჯახის ოფისის დაარსებასა და გაფორმებაში,, ოჯახის განათლებასა და კომუნიკაციაში, საქველმოქმედო დაგეგმარებასა და კერძო ფონდებში და ბიზნეს ინვსეტიციების სტრუქტურირებაში. ჩვენი მიდგომა შეეხება ორივეს: ოჯახის ოფისს როგორც ბიზნესს, და კერძო კლიენტის ოჯახის სიმდიდრეს როგორც მიმდინარე საწარმოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.