This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

მომსახურებები დაკავსირებული საერთაშორისო ბიზნეს გადასახადთან

დელოიტი გააჩნია საგადასახადო და საკანონმდებლო მოთხოვნების ღრმა ცოდნა ისევე როგორც მათი პრაქტიკაში გამოყენების ფართო გამოცდილება მთელს მსოფლიოში.  პრაქტიკული, ინოვაციური საგადასახადო კონსულტაცია კომბინირებული ჩვენს გლობალურად მართულ საგადასახადო კანონმორჩილების სტრუქტურასთან, ნერგავს თავდაჯერებულობას რომ თანმიმდევრული მიდგომა არის დაცული ყველა იურისდიქციაში. ჩვენ გეხმარებით გაგიადვილოთ საგადასახადო მენეჯმენტი და ამავე დროს მოგაწოდოთ გლობალური ხედვა ინფორმირებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად – ყოველივე ეს მარტოოდენ ერთ გლობალურ პროვაიდერთან ურთიერთობის სიმარტივით. ჩვენი მომსახურები მოიცავს:

გადასახადების კალკულაცია და საგადასახადო დეკლარირებასთან დაკავშირებული მომსახურება 

რადგანაც ბიზნესები აფართოებენ ოპერაციებს ახალ ბაზრებზე საგადასახადო რისკების მართვისა და საბუღალტრო აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების სირთულე მატულობს. ჩვენი გლობალურად მართული საგადასახადო სტრუქტურა აძლევს შესაძლებლობას დელოიტის საგადასახადო პროფესიონალებს დაეხმარონ მულტინაციონალურ ორგანიზაციებს მიაღწიონ მათ მიზანს, ზუსტი- ეფექტური დანახარჯებით გადასახადების კალკულაციასა და დეკლარირებში, რომელიც ასევე იძლევა გლობალურ ხედვას სწორ ინფორმაციაზე რომ მოხდეს ინფორმირებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

დაბრუნება სათავეში

კორპორატიული გადასახადები 

საფინანსო აღრიცხვა და მოგების გადასახადის დეკლარირება თანდათანობით ხდება მეტად რთული. საგადასახადო დეპარტამენტები უნდა ადევნებდნენ თვალყურს უკანასკნელ, მოგების გადასახადის აღრიცხვასთან, ინფორმაციის გამჟღავნებასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ კანონმდებლობასა და ინსტრუქციებს, ასევე ეძებდნენ გზებს რომ შეეხონ მათ საგადასახადო სარეზერვო პროცესს და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს უფრო საიმედოდ და ეფექტიანად. დელოიტის საგადასახადო პროფესიონალებს ესმით სირთულეები და შეუძლიათ მიაწოდონ პრაქტიკული ჭვრეტა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური ექსპერტიზა რომ დაეხმარონ კლიენტებს გზა გაიკვალონ საკანონმდებლო ლაბირინთებში.გაიგეთ მეტი.

დაბრუნება სათავეში

საგადასახადო დავებში მხარდაჭერა 

მულტინაციონალური ორგანიზაციები გააგრძელებენ უფრო მეტი დროისა და რესურსების დახარჯვას საგადასახადო, სადაო საკითხების მართვაზე ორივე- ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზრებზე. საგადასახადო ორგანოები ცვლიან ინფორმაციას კომპანიებზე და უფრო და უფრო მეტად ფოკუსირებას ახდენენ ოპერაციის განხორციელების ჩაშლაზე და მოტივზე ვიდრე ტექნიკურ დამსახურებაზე. დელოიტის გუნდი შედგება ყოფილი საგადასახადო ორგანოს მუშაკებისგან, ალტერნატიულად დავის გადაწყვეტის სპეციალისტებისგან, და ბევრ ქვეყანაში, საგადასახადო სასამართლო დავის გადაწყვეტის სპეციალისტებისგან რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მულტინაციონალურ ბიზნესებს საგადასახადო დავის ციკლის ყველა დონეზე. ჩვენ შევიმუშავეთ საგადასახადო დავის მენეჯმენტის პროგრამა რომ დავეხმაროთ მულტინაციონალურ კომპანიებს თანმიმდევრულად გააკონტროლონ და მართონ საგადასახადო დავები მრავალი იურისდიქციის გავლით.

დაბრუნება სათავეში

რჩევითი და საკონსულტაციო მომსახურება 

გადასახადების გადამხდელთათვის უდიდესი გამოწვევებიდან ერთ-ერთს და ასევე უდიდეს პოტენციურ შესაძლებლობას წარმოადგენს ადგილობრივი და უცხოური გადასახადების ეფექტური მენეჯმენტი იმ გზით რომ ის იყოს მწყობრში მთლიან ბიზნეს ამოცანებსა და ოპერაციებთან. დელოიტი რჩევებს აძლევს კომპანიებს ფართო სპექტრის ადგილობრივ და უცხოურ საგადასახადო თემებზე, მათ შორის გლობალური რეალური საგადასახადო განაკვეთის მენეჯმენტზე, ბიზნესის რესტრუქტურიზაციაზე და ახალი და შეთავაზებული რეგულაციების გავლენის დაგეგმარებაზე. ჩვენი გლობალურად მართული გუნდი ეხმარება კომპანიებს გაატარონ პრაქტიკული, ინოვაციური სტრატეგიები რათა უკეთესად მართონ გადასახადები, შემოსავლები და აამაღლონ ფულადი სახსრების მიმოქცევა, რომ შეძლონ ფოკუსირება ბიზნესის გაზრდაზე.

დაბრუნება სათავეში

საბუღალტრო მომსახურება 

ყველა ტრანზაქცია – იქნება ეს შერწყმა, შესყიდვა, საერთო წამოწყება, ინვესტიციები კაპიტალში თუ შეწყვეტა –წამოჭრის რთულ საკითხებს პოტენციურ საგადასახადო რისკებთან დაკავშირებით და იძლევა შესაძლებლობას რომ გატარდეს პრაქტიკული სტრატეგიები რომ გაუმჯობესდეს საგადასახადო ეფექტიანობა და სიზუსტე. როდესაც ეს გარიგებები შეიცავს კომპანიებს გლობალური ოპერაციებით, დამატებითი თავსატეხების გარღვევა კიდევ უფრო დამთრგუნველია. დელოიტს ძალუძს დაგეხმაროთ ეფექტურად გაიკვლიოთ გზა უთვალავ საგადასახადო, საბუღალტრო, იურიდიულ, რეგულაციურ, კულტურულ და შრომით საკითხებში, რომელიც ჩნდება ტრანზაქციისას და დაგეხმარებათ მაქსიმალურად მოახდინოთ გაერთიანების შედეგად მიღებული შესაძლო გაზრდილი ეფექტურობის და ძალისხმევის რეალიზაცია გაიგე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ვიქტორია ჩორნოვოლს, პარტნიორი, ან გიორგი თავართქილაძეს, უფროსი მენეჯერი.