This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

კომპანიის ტრანსფორმაციის მომსახურება

ბუნებრივი შერჩევა/ყველაზე შესაფერისის შენარჩუნება

თითქმის ყველა ფირმას გარკვეულწილად შეეხო გლობალური ფინანსური კრიზისი. ამათგან ფირმებს, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო გაკოტრების წინაშე დგანან, ხოლო სხვები მზად არიან შესყიდვების გასაკეთებლად. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს თქვენი კომპანია, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის რესტრუქტურიზაციაში. ჩვენ გაგვაჩნია სხვადასხვა დარგში კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული ფართო გლობალური და ადგილობრივი გამოცდილება.

იმისთვის, რომ დაგეხმაროთ კრიზისის დაძლევაში, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი:

  • ძირითადი ხარჯების ოპტიმიზაცია, საბრუნავი კაპიტალის მართვა და ბიზნეს პროცესები – თქვენი კომპანიის ეფექტურ და კარგად ორგანიზებულ კომპანიად გარდაქმნა.
  • აქტივების მართვა და შენახვა – ახალ გარემოში იქმნება ახალი გარე და შიდა საფრთხეები, ამიტომ განიხილეთ ისინი ყურადღებით.
  • ფოკუსირება ძალისხმევაზე კადრების სამართავად მათი ფუნქციების მაქსიმალურად შესრულების და წამყვანი თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით.
  • ბიზნეს გეგმების გადახედვა, რათა ასახული იყოს ახალი რეალობა.
  • საგადასახადო სტრუქტურის ოპტიმიზაცია – დაგეხმარებათ გადასახადების მაქსიმალურად დაზოგვასა და რისკის სათანადოდ მართვაში.
  • სტრატეგიული მიზნების მიმოხილვა – თქვენი სტრატეგიის სრულყოფა, კრიზისის საფუძველზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. 
  • იურიდიული შესაბამისობის უზრუნველყოფა  – თქვენი ბიზნესის დაცვა ყველაზე საუკეთესო იურიდიული პრაქტიკის მიხედვით.
  • დამატებით, ჩვენ შეგვიძლია სტაბილური გავხადოთ თქვენი ბიზნესის მდგომარეობა, მოვიზიდოთ ახალი სახსრები ან გავყიდოთ აქტივები და დავნერგოთ ახალი საფეხურები თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.