ისეთ გარემოებებში, როდესაც კომპანიების საქმიანობა სულ უფრო მეტადაა მიმართული საერთაშორისო საბაზრო ინტერესებისკენ, ბევრი საწარმოს წარმატების მიზეზი ინვესტორებში ნდობის გაძლიერებაა. აქედან გამომდინარე ვრწმუნდებით, რომ ჩვენი მომსახურება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ აუდიტით და შესაბამისობის რწმუნებით. ადგილობრივ და უცხო ქვეყნების კომპანიებთან მუშაობისას, მათი ფინანსური ანგარიშგებების ფასს-ის შესაბამისად მომზადებასთან ერთად, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მათი მიზნების მიღწევაში, რისკის ეფექტურად მართვის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გამჭვირვალედ წარმართვაში.
ჩვენ ვთავაზობთ თქვენს კომპანიას მომსახურების ფართო არჩევანს, რის შედეგადაც გაიზრდება თქვენ მიერ მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საიმედოობა და დაეხმარება აქციონერებს მიიღონ რეალური ღირებულება თქვენი საქმიანობიდან. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურება მოიცავს:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ფასს-ის, აშშ-ში საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების (Uშ GAAP) მიხედვით ჩატარებას
- სხვა მომსახურებას ფასს-ის, აშშ-ში საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ან სხვა ეროვნული სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის ჩათვლით;
- პროექტებს აუდიტის კონკრეტულ სფეროსთვის შიდა კონტროლის საქმიანობის ანალიზის ჩათვლით;
- ფინანსური ანგარიშგების ფასს, აშშ-ში საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ან რაიმე სხვა ეროვნული სტანდარტის მიხედვით მომზადებისთვის კლიენტის მზადყოფნის ანალიზს;
- ზოგად და სპეციალურ ტრენინგებსა და სემინარებს სხვადასხვა საკითხების თაობაზე ფასს-ზე გადასვლის ჩათვლით;
- კლიენტის დახმარებას საერთაშორისო ბაზარზე თანხების მოზიდვის და მის მიერ განხორციელებული ოპერაციების, ევრობონდების და ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და სხვა მსგავსი ოპერაციების დროს;
- დახმარებას შეერთების, შეძენის და კომპანიის სხვა ოპერაციების განხორციელებისას;
- შეტყობინებას სპეციალურ ფინანსურ მაჩვენებლებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე;
- შეთანხმებულ პროცედურებს;
- აუდიტის კონკრეტული სფეროს პროექტებს.