This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია

თქვენი კომპანიის ზრდა, შემოსავლები, საბაზრო წილი და სტრუქტურა _ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაღალტექნოლოგიური გარემოს ცვალებადობაზე. როგორ აღწევთ წარმატებას თქვენს დარგში, რომელიც ყოველდღიურ ტრანსფორმაციას განიცდის?

ჩვენ დავეხმარებით თქვენს კომპანიას მაღალი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების ბაზრის სწრაფი გარდაქმნით გამოწვეული გლობალური ცვლილებების კარგად შესწავლაში, და გაგიკვლევთ გზას ამ ცვლილებების ფონზე, ყველა სფეროში, დაწყებული ბიზნესისა და საგადასახადო მომსახურების დაგეგმვით და დამთავრებული შესყიდვის სტრატეგიით, ფინანსური სახსრების მოზიდვით, რესტრუქტურიზაციით, ოპერაციებისა და სისტემის განვითარებით.

პირველ რიგში ჩვენი ყურადღება ეპყრობა კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრას, ბაზრის დინამიურობისა და სტრუქტურის შეფასებას, ასევე მდგრადი კონკურენტული უპირატესობის და მაღალი მომგებიანობის მისაღწევად სტრატეგიების შემუშავებას. ამ დარგის მცოდნე ჩვენი პროფესიონალები კლიენტებს უწევენ გლობალურ ინტეგრირებულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია უშუალოდ ტელეკომუნიკაციის, კომპიუტერული პროგრამების, ტექნიკური უზრუნველყოფის, ინტერნეტის, ქსელური მედიის, გამომცემლობისა და სხვა მსგავსი მომსახურების სფეროებში მოღვაწე კომპანიებზე.