სწრაფად მზარდ ეკონომიკურ გარემოში მყოფი, ფინანსური მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიები უნდა გაუმკლავდნენ მრავალმხრივ ცვლილებებს. დელოიტის სპეციალისტებს გააჩნიათ ცოდნა, თუ რა ესაჭიროებათ ფინანსურ ინსტიტუტებს წარმატების მიღწევისათვის რეგიონში და უბრალოდ სტანდარტული პროდუქტის შეთავაზების ნაცვლად, ისინი დაგეხმარებიან თქვენი ყოველდღიური პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში.
დელოიტი აღიარებულია, როგორც ლიდერი საქართველოში და დსთ-ს რეგიონში მოღვაწე ფინანსური ინსტიტუტებისათვის მომსახურების გაწევაში. ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები წარმოადგენენ დსთ-ს მასშტაბით ჩვენი კლიენტების 30 პროცენტს. ჩვენ მომსახურებას ვუწევთ ცენტრალურ ბანკებსა და სხვა მარეგულირებელ ორგანოებს, კომერციულ ბანკებს, საბროკერო ფირმებს, საინვესტიციო ფონდებს, სადეპოზიტო ბანკებს, ბირჟებსა და სადაზღვევო კომპანიებს.
ამ სფეროში მუშაობის ფართო გამოცდილების შედეგად შეიქმნა აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურების სხვადასხვა მეთოდოლოგია, რაც დაეხმარება თქვენს კომპანიას საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში, კორპორატიული მართვის გაუმჯობესებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაში.