This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our cookie notice for more information on the cookies we use and how to delete or block them

Bookmark Email Print page

ისტორია

დელოიტი იყო ერთ-ერთი პირველი იმ მსხვილი პროფესიული მომსახურების კომპანიებიდან რომლებიც შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე.  ჩვენ დავიწყეთ პროექტების განხორციელება 1995 წლიდან, ხოლო 2000 წელს გავხსენით თბილისში ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისი. მოგვიანებით, 2001 წელს ის ჩამოყალიბდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2007 წლის 1 ივნისიდან ჩვენი საქმიანობა საქართველოში, უკრაინაში და ბელორუსში გაერთიანდა ერთ ბიზნეს-ზონაში სახელწოდებით „დასავლეთის რეგიონი“.

დელოიტისთვის დამახასიათებელია დაეხმაროს შედარებით პატარა ოფისებს უფრო დიდი და მსგავსი გამოცდილების მქონე ოფისების საშუალებით.  ამგვარად, დელოიტ-თბილისის ოფისს პირდაპირ დახმარებას უწევს დელოიტ-კიევის ოფისი. ეს მხარდაჭერა საშუალებას აძლევს თბილისის ოფისს შესთავაზოს კლიენტებს მომსახურების ისეთივე ფართო სპექტრი, რასაც ისინი მიიღებდნენ დელოიტის სხვა ოფისებისგან მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს დელოიტი გთავაზობთ პროფესიოული მომსახურების ფართო სპექტრს აუდიტის, საგადასახადო და იურიდიული, საკონსულტაციო და ფინანსური რჩევის სფეროში.

საქართველოში ჩვენი საქმიანობის მანძილზე ჩვენ ათობით წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ბანკების და სხვა ფინანსური დაწესებულებებისთვის, მძიმე მრეწველობის კომპანიებისთვის, ენერგიის მწარმოებლებისსთვის, ნედლეულის მომპოვებელი  თუ დამამუშავებელი  ქარხნებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის და სხვა.

ძლიერი პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე,  ყველა იმ უპირატერობასთან ერთად, რასაც გულისხმობს წარმატებული გლობალური ქსელის  წევრობა, გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ კლიენტებს შეუდარებელი პროფესიონალიზმი. ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალების კომბინაცია  გვაძლევს  ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციის საშუალებას და ამასთანავე შესაძლებლობას, ვუზრუნველყოთ მომსახურების საუკეთესო ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.