wires

მომსახურება

კიბერ რისკები

დელოიტი ეხმარება ორგანიზაციებს კიბერ რისკების თავიდან აცილებასა და ღირებული აქტივების დაცვაში. ჩვენ გვჯერა, რომ ვართ უსაფრთხო და სტაბილური ორგანიზაცია, რომელიც გეხმარებათ არა მხოლოდ რისკების თავიდან აცილებაში, არამედ კიბერ რისკების მართვაში ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით. კიბერ რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს სტრატეგიის შემუშავებისას საინფორმაციო და ტექნოლოგიური რისკების უფრო ეფექტური მართვის მიზნით.

ჩვენი მომსახურებები

  • კიბერ სტრატეგია - ჩვენ ვეხმარებით მენეჯმენტს კიბერ რისკების პროგრამის შემუშავებაში სტრატეგიულ მიზნებთან და ორგანიზაციის რისკებისადმი მიდრეკილებასთან შესაბამისობაში.
  • კიბერ უსაფრთხოება - ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ ორგანიზაციის ყველაზე მგრძნობიარე აქტივების ეფექტურ კონტროლსა და რისკის შემცირების საჭიროების დაბალანსებაზე, პროდუქტიულობის, ბიზნესის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნების განხორციელების პარალელურად.
  • კიბერ სიფხიზლე - ჩვენ ვახდენთ საფრთხის შემცველი მონაცემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ბიზნეს მონაცემების ინტეგრაციას, უსაფრთხოების ჯგუფების სრული ინფორმაციით აღჭურვის მიზნით კიბერ რისკებისა და ინციდენტების უფრო ეფექტური მართვისთვის.
  • კიბერ მდგრადობა - ჩვენ ვაერთიანებთ უახლეს პროცესებსა და ტექნოლოგიებს არსებულ მიდგომებთან, შიდა თუ გარე ფაქტორებით გამოწვეულ კიბერ დარღვევებზე ეფექტური და სწრაფი რეაგირების მიზნით.

კიბერ დაზვერვის ცენტრების გლობალური ქსელი

კიბერ საფრთხეების აღმოცენებასა და გართულებასთან ერთად, ბიზნეს ლიდერები ხვდებიან, რომ ისინი მარტო ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევას. ამიტომ დელოიტი  გთავაზობთ კიბერ დაზვერვის ცენტრების გლობალური ქსელის მომსახურებას, რომელიც მუშაობს, წელიწადში 365 დღე 24 საათის განმავლობაში. კიბერ დაზვერვის ცენტრი გთავაზობთ სრულ მომსახურებას: ინციდენტის მონიტორინგს, უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკას, კიბერ საფრთხის მართვას და ინციდენტზე შესაბამის რეაგირებას რეგიონში ბაზრის მზარდ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით  კიბერ უსაფრთხოების მომსახურების სფეროში.