Ethics & compliance

პერსპექტივები

მსოფლიო დონის ეთიკისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროგრამების შემუშავება

ხუთი ძირითადი ფაქტორი გლობალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

ბოლო ათწლეულის მანძილზე ეთიკისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ფუნქცია საკმაოდ განვითარდა და ამჟამად მოწინავე და ცენტრალურ ადგილს იკავებს ორგანიზაციაში პასუხისმგებლობების ფართო სპექტრით. როცა საქმე ეხება ეთიკისა და მერეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროგრამების შექმნას, ორგანიზაციები მუდამ ისწრაფიან „საუკეთესოსკენ“.

„დღეს მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დირექტორი არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია დაამყაროს კავშირები, გაზარდოს ნდობის ხარისხი როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ და გააძლიეროს ბრენდსა და რეპუტაციასთან დაკავშირებული ღირებულებები.“  

-ჰენრი რისტუცია, სტრატეგიული და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკების მართვის ლიდერი, დელოიტის გლობალური რისკების მართვის საკონსულტაციო მომსახურება

რა განასხვავებს „კარგ“ ეთიკისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროგრამას „საუკეთესოსგან“? როგორ შევაფასოთ ორგანიზაციის ინვესტიციები მარეგულირებელი და რეპუტაციასთან დაკაშირებული რისკების აღმოფხვრის სისტემებსა და პროცესებში მსოფლიოს წამყვან პრაქტიკებთან მიმართებაში? რისკების მუდმივი ზრდის პირობებში, რას უნდა დაეფუძნოს მსოფლიო დონის ეთიკისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ დაიცავს ორგანიზაციას შიდა და გარე საფრთხისგან, არამედ განავითარებს მის ბრენდს და გააძლიერებს მის ურთიერთობებს დაინტერესებულ მხარეებთან.

მაშინ როდესაც არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც განასხვავებს „კარგ“ პროგრამას „საუკეთესოსგან“, ჩვენ, ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, გამოვყოფთ 5 ძირითად განმასხვავებელ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს უმაღლესი დონის ეთიკისა და მარეგულირებელი პროგრამების შემუშავებას:

  • ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზაციული პროგრამების მხარდაჭერა
  • კორპორატიული კულტურა
  • რისკების შეფასება
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დირექტორი
  • ტესტირება და მონიტორინგი
ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?