მომსახურება

აქტუარული მომსახურება

ახალი უნარები ახალი აქტუარული გარემოსთვის

კანონმდებლობაში განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა გავლენა იქონია სადაზღვევო და საპენსიო სექტორზე. ამჟამად ბაზრის ყველა მოთამაშე, გარდა სახელმწიფო საპენსიო ფონდებისა, ვალდებულია შესაბამისობაში მოვიდეს ფასს-ის მოთხოვნებთან ფინანსური ანგარიშგებების მომზადების დროს. ფინანსური სექტორის კომპანიების წარმატებული განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტების შემუშავება, კაპიტალისა და რისკების მართვის ეფექტური მეთოდების გამოყენება და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებები.

დელოიტის აქტუარული მომსახურების გუნდი მუდმივად ფლობს ინფორმაციას უახლესი ცვლილებების შესახებ და სთავაზობს კლიენტებს სპეციალისტების მომსახურებას, რომლებსაც გაჩნიათ საჭირო უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება მათი წარმატებული განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურებისა და მოდელირების დარგში დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ ბიზნესის მართვის მიდგომები.

აქტუარული მომსახურება ბანკებისთვის

  1. დანაკარგების ძირითადი მოდელების შემუშავება გაუფასურების რეზერვის  გამოსათვლელად
  2. სესხის გაუფასურების რეზერვების შეფასებისადმი ბანკის მიდგომის ანალიზი
  3. სესხის გაუფასურების რეზერვების შეფასების მეთოდოლოგიის განვითარება IAS 39-ის მოთხოვნების შესაბამისად
  4. ბანკის რეზერვების შედარებითი ანალიზი

აქტუარული სერვისები კომპანიებისთვის, რომლებიც გასცემენ პენსიებსა და/ან სოციალურ დახმარებას თანამშრომლებზე (IAS 19)

1.       აუდიტი

2.       შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები

3.       აქტუარული დაშვებები

4.       თანამშრომელთა წახალისება, სარგებლის აქტუარული შეფასება

5.       თანამშრომელთა წახალისების სტრატეგია

6.       რისკების მართვა

7.       ტრენინგები და სემინარები

აქტუარული სერვისები საპენსიო ფონდებისთვის

1.       აუდიტი

2.       მეთოდოლოგიის შემუშავება

3.       შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები

4.       აქტუარული დაშვებები

5.       ფონდის საქმიანობის აქტუარული შეფასება

6.       ფულადი სახსრების მოძრაობის მოდელირება

7.       ინფომაციული ტექნოლოგიების სისტემის განვითარება

8.       აქტივებისა და ვალდებულებების მოდელირება

9.       სტრატეგია და ოპერაციები

10.   ტრეინინგები და სემინარები

აქტუარული სერვისები სადაზღვევო კომპანიებისთვის ( მათ შორის საერთო დაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის კომპანიები)

1.       აუდიტი

2.       შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები

3.       რეზერვების შეფასება

4.       ტარიფის მოდელირება და ოპტიმიზაცია

5.       ახალი სადაზღვევო პროდუქტების განვითარება

6.       ინფორმაციული ტექნოლოგიების  სისტემები

7.       აქტუარული ფუნქციის გაძლიერება

8.       ჩართული ღირებულების კალკულაცია და ანალიზი

9.       კონსულტაცია რისკებისა და კაპიტალის მართვის სფეროში

10.   ხელახალი დაზღვევა - სტრატეგიის შემუშავება და არსებული პროგრამების ოპტიმიზაცია

11.   სტრატეგიები და ოპერაციები