Global Risk Management Survey, Eighth Edition

პერსპექტივები

მსოფლიო კვლევა რისკების მართვის სფეროში, მერვე გამოცემა

ხარისხის ახალი სტანდარტი

დელოიტის საერთაშორისო კვლევა რისკების მართვის სფეროში განიხილავს ფინანსური მომსახურების დარგის ამჟამინდელ მდგომარეობას რისკების მართვის კუთხით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც აღნიშნული სექტორი დგას.

კვლევის შედეგების თანახმად, საცალო და კომერციულ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, კომპანიებს აქტივების მართვის დარგში და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობა გააუმჯობესონ რისკების მართვის პროცესები და ინსტრუმენტები.

მსოფლიო ფინანსური კრიზისი განაპირობებს ფინანსური მომსახურების სფეროში არსებით და გრძელვადიან ცვლილებებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში დაიწყო საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, რომლის მიზანს წარმოადგენს უფრო სტაბილური და გამჭვირვალე ფინანსური სისტემის ჩამოყალიბება. რისკების მართვის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, რეფორმა კვლავაც მიმდინარეა და არ დასრულებულა. ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტის შემუშავება აღნიშნული დარგის უმთავრესი მიზანია. კომპანიები ცდილობენ ბიზნეს სტრატეგიების, ბიზნეს პროცესებისა და რისკების მართვის პროგრამების შეცვლას ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შემოღებისა და ახალი რისკების აღმოცენების პირობებში.  

დელოიტის საერთაშორისო კვლევის მერვე გამოცემა რისკების მართვის სფეროში განიხილავს ფინანსური მომსახურების დარგის ამჟამინდელ მდგომარეობას რისკების მართვის კუთხით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც აღნიშნული სექტორი დგას. კვლევა განხორციელდა 2012 წლის სექტემბერ-დეკემბერში. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ რისკების მართვის სფეროს დირექტორები მსოფლიოს 86 ფინანსური კომპანიიდან, რომელთა აქტივების ღირებულება აჭარბებს 18 ტრილიონ აშშ დოლარს.

კვლევის შედეგების თანახმად, საცალო და კომერციულ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, კომპანიებს აქტივების მართვის დარგში და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობა გააუმჯობესონ რისკების მართვის პროცესები და ინსტრუმენტები. ჩამოტვირთეთ ანგარიში და გრაფიკული გამოსახულება დეტალური ინფორმაციის მისაღებად რისკების მართვის საკითხების ირგვლივ, კერძოდ: საწარმოო რისკების მართვა, Basel II, დირექტივი Solvency II და ეკონომიკური კაპიტალი, სპეციფიკური რისკების მართვა, რისკების მართვის სისტემები და ინფრასტრუქტურა.

იხილეთ გრაფიკული გამოსახულება. 

მსოფლიო კვლევა რისკების მართვის სფეროში, მერვე გამოცემა
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?