პერსპექტივები

ძალის მოკრება

სოციალური მნიშვნელობის მქონე ინვესტირების სფეროს შეფასება 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ სოციალური ინვესტირების მნიშვნელობასა და ზეგავლენაზე, შეხედულებები ამ სფეროს შედეგებსა და პერსპექტივებზე განსხვავებულია.

ბოლო წლების განმავლობაში ტერმინის - „impact investing“ - ირგვლივ ბევრს საუბრობენ; ეს არის ინვესტიციების მართვის მიდგომა, რომელიც მიმართულია როგორც ფინანსური სარგებლის მიღებაზე, ასევე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაზე სოციალური და გარემომცველი გარემოს განვითარების კუთხით.  მიუხედავად ბევრი საუბრისა, წამყვანი ინვესტორები და სხვადასხვა ინდუსტრიული დარგის წარმომადგენლები მაინც ვერ თანხმდებიან თუ რას წარმოადგენს სოციალური მნიშვნელობის მქონე ინვესტირება, აქტივების რომელი კლასი მიეკუთვნება მას, როგორია ეკოსისტემის ტსრუქტურა და რა შეზღუდვებს აწყდება აღნიშნული დარგი. საბოლოოდ კი აღმოცენდება გაურკვევლობა სოციალური მნიშვნელობის მქონე ინვესტირების პერსპექტივებისა და შედეგების ირგვლივ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ დელოიტთან თანამშრომლობით მომზადებულ აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ინვესტორები, კომპანიების ხელმძღვანელები, ფილანტროპები და პოლიტიკოსები - სულ 150 ადამიანი. ისინი მონაწილეობდნენ ინტერვიუებში, სემინარებსა და კონფერენციებში. „სოციალური მნიშვნელობის მქონე ინვესტიციების“ პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს სექტორის თავდაპირველი შეფასება და იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც აბრკოლებენ კაპიტალის გაზრდას სოციალური მნიშვნელობის მქონე ინვესტირების დარგში.

ჩამოტვირთეთ ანგარიშის მიმოხილვა ან სრული ვერსია.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?