ანალიზი

ციფრული რევოლუცია კერძო საკუთრების მართვის სფეროში 

რატომ უნდა მიაქციონ ყურადღება მსხვილმა კომპანიებმა ახალ ციფრულ ბიზნეს მოდელებს საცალო ვაჭრობის ინვესტორებისთვის

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აქტივების მართვის დარგში, გამოჩნდა უამრავი ახალი ფირმა ციფრული ბიზნეს მოდელით. ეს ბიზნეს მოდელები ქმნიან შესაძლებლობებს აღნიშნული სექტორის ახალი კომპანიების აქტიური  განვითარებისთვის. ჩვენს ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს 50 დამწყებ კომპანიას, ეს ფირმები არიან "ბიზნესი - მომხმარებლებისთვის" სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მომსახურებას უწევენ საცალო ვაჭრობის ინვესტორებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • დაკავშირება:  ინვესტორების დახმარება კოლეგებთან კავშირის დამყარების, მრავალრიცხოვანი ანგარიშების მართვისა და ინფორმაციის მრავალრიცხოვანი წყაროების გამოყენების კუთხით.
  • საკონსულტაციო მომსახურება: ინვესტორების კონსულტაცია წამოჭრილი საკითხების ირგვლივ, ციფრული ტექნოლოგიების დარგში ჩვენს უნიკალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.  
  • ინვესტირება: ინვესტირების ფარული შესაძლებლობებისა და იმ ინვესტირების სტრატეგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლის მსგავსსაც იყენებენ პროფესიონალი ინვესტორები და ორგანიზაციები.

აქტივების მართვის მსხვილი კომპანიები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ციფრული დამწყები კომპანიების პრაქტიკას და არ იყენებენ მათ ბიზნეს მოდელებს, შესაძლოა დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ბაზარზე. მეორეს მხრივ, ხელმძღვანელებს, რომლებიც იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და კლიენტებისთვის უფრო ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას და ისარგებლონ განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობებით.

ციფრული რევოლუცია კერძო საკუთრების მართვის სფეროში
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?