მომსახურება

ელექტროენერგია

დელოიტის ექსპერტები ელექტროენერგიის დარგში სპეციალიზირებული არიან ბიზნეს საქმიანობის შედეგებისა და ხარჯთეფექტურობის მაჩვენებლების გაუმჯობესების პროექტებზე. ისინი ხელმძღვანელობენ 30 წლიანი გამოცდილებითა და სიღრმისეული ცოდნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური ტექნოლოგიები და მოთხოვნების მართვა, თქვენი ბიზნესის ოპტიმიზაციისა და ბაზრის აქტუალური პრობლემური საკითხებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშენებლობა, ენერგოეფექტურობა და ხარჯთეფექტურობის გაზრდა.

ბოლო წლების განმავლობაში რეგიონის ენერგეტიკის ინდუსტრიაში დაიწყო რესტრუქტურიზაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია ელექტროენერგიის გამომუშავებისა და დისტრიბუციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ღია და კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრების განვითარებაზე, უცხოური ინვესტიციების სტიმულირებასა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე. ენერგეტიკის დარგის განვითარება დიდადაა დამოკიდებული  სახელმწიფო საწარმოების წარმატებულ გარდაქმნაზე კომერციულ საწარმოებად, რომლებიც საქმიანობას ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ. აღნიშნული  რესტრუქტურიზიის პროგრამა მოწოდებულია რადიკალურად შეცვალოს ენერგეტიკის დარგი.