Power Plug

მომსახურება

დელოიტის ანალიტიკა

ენერგეტიკა და რესურსები

დელოიტის ანალიტიკური გუნდის სპეციალისტები ფლობენ ენერგეტიკული დარგის ფუნქციონირების პრინციპების ღრმა ცოდნას, რომელიც მოიცავს რესურსებს, მწარმოებლებს, ბაზრებსა და დისტრიბუციის არხებს.

ენერგეტიკული კომპანიები საერთაშორისო დონეზე აწყდებიან დარგისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ პრობლემებს: მოთხოვნის ზრდა, მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების ცვლილება, საერთაშორისო ვაჭრობისა და პოლიტიკის არასტაბილურობა. ერთი რამ ცხადია: თუ არ არის ელექტროენერგია - არ არის ბიზნესი. უსაფრთხო, უწყვეტ, ეფექტურ და ეკონომიურად ხელსაყრელ ენერგეტიკულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა თანამედროვე ცხოვრებისა და სავაჭრო ურთიერთობების საფუძველია. ელექტროენერგიის დროებითი გამორთვა ავარიის, არასაკმარისი სიმძლავრისა თუ სხვა მიზეზების გამო, რაც უმრავლეს შემთხვევაში ენერგეტიკული რესურსების არასწორი მართვის გამო აღმოცენდება, ცხადყოფს ელექტროენერგიის მოხმარების სრული პროცესის კონტროლის ეფექტური სისტემის აუცილებლობას.  

ანალიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებისა და წარმოდგენის პროცესში, დელოიტის ანალიტიკური გუნდის სპეციალისტები ენერგეტიკისა და რესურსების დარგში, ეყრდნობიან დარგის ღრმა ცოდნასა  და სპეციალისტების ფართო გამოცდილებას. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები ასევე მიმართავენ მოდელირების რთულ მეთოდებს ეხმარებიან რა კლიენტებს ეფექტურად მართონ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძვირადღირებული რესურსი - ელექტროენერგია.