Benefits of working at Deloitte

კორპორატიული კულტურა

სოციალური პაკეტი

მსოფლიო დონის ორგანიზაცია; მსოფლიო დონის სოციალური პაკეტი

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ სოციალურ პაკეტს, რომელიც მსოფლიო დონის კომპანიის თანამშრომელს შეესაბამება. რა თანამდებობაც არ უნდა გეკავოთ, თქვენი ეფექტურად შესრულებული სამუშაო დაფასებას იმსახურებს. ეს ფაქტორი განსაზღვრავს დელოიტის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაციას.

დელოიტის თანამშრომლებისთვის შეთავაზებული სოციალური პაკეტი

თანამშრომელთა დაზღვევა

დაზღვევის კომპლექსური პროგრამა მოიცავს სამედიცინო დაზღვევას, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევას და სამოგზაურო დაზღვევას.

დროებითი შრომისუუნარობა 

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

თანამშრომელთა წახალისების პროგრამა

პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის თანამშრომლები ღებულობენ სპეციალურ აღიარების ჯილდოს.

თანამშრომელთა სწავლება და აღიარება

სწავლებისა და განვითარების პროგრამების მთელი სპექტრი. თითოეულ დეპარტამენტს აქვს ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და კომუნიკაბელურობის განვითარების საკუთარი პროგრამა. 

კომპანია უზრუნველყოფს მხარდაჭერას პროფესიული კვალიფიკაციის მიღებაში, როგორიცაა: ACCA, CFA, CPA და სხვა.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი

კომპანია უზრუნველყოფს მოქნილ სამუშაო გრაფიკს შრომითი საქმიანობის და პირადი ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად.

ფონდი "დელოიტი"

კომპანია იძლევა შესაძლებლობას თანამშრომლებმა მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო პროგრამებში, რაც საშუალებას აძლევთ მათ შეიტანონ წვლილი საზოგადოების მდგრად განვითარებაში.  

კორპორატიული ფასდაკლება

კომპანიის თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ გარკვეული ფასდაკლებებით სხვადასხვა პროვაიდერებთან.

თავისუფალი სტილი

კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ ატარონ თავისუფალი სტილის სამოსი პარასკეობით.

სოციალური პაკეტი მენეჯერების დონეზე და ზემოთ მოიცავს 

* თანამშრომლის ოჯახის წევრების დაზღვევა;

* მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება;

* საბანკო მომსახურების პრემიუმ პაკეტი და კორპორატიული ბარათი;

სხვა წამახალისებელი პროგრამები

* თანამშრომელთა წახალისების პროგრამა, ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების რეკომენდირებისთვის;

* ორსულობისა და მშობიარობის გამო დამატებითი დახმარება;

* დამატებითი ანაზღაურება ინტენსიური მივლინებებისას;

და სხვა

კორპორატიული კულტურა

დელოიტის კორპორატიული კულტურა გამოირჩევა გახსნილობით, არაფორმალურობით და თანამშრომლობის სულისკვეთებით.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?